გია გაჩეჩილაძემ და მისმა თანამოაზრეებმა „საქართველოს და ქართველი ხალხის მარადისობის დღე“ დააფუძნეს - კვირის პალიტრა

გია გაჩეჩილაძემ და მისმა თანამოაზრეებმა „საქართველოს და ქართველი ხალხის მარადისობის დღე“ დააფუძნეს

"დედაენის ბაღში" მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ(უცნობი) და მისმა თანამოაზრეებმა "საქართველოს და ქართველი ხალხის მარადისობის დღე" დააფუძნეს.

გია გაჩეჩილაძემ შეკრებილებს მიმართა, რომ ქართველი ხალხის და საქართველოს მარადისობის დღის დაფუძნებაში მონაწილეობა მიეღოთ.

შეკრებილებმა, დაფაზე მოაწერეს ხელი, სადაც წარწერა იყო დატანილი "მოაწერე ხელი-გახდი თანადამფუძნებელი".

მომღერალი გია გაჩეჩილაძე(უცნობი) და თანამოაზრეები თავდაპირველად ევროპის მოედანზე შეკრიბნენ. შემდეგ მსვლელობით საპატრიარქოსთან გადაინაცვლეს, სადაც პატრიარქს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ღონისძიება "დედაენის ბაღში" დასრულდა.