"ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!" - როგორ ეხმაურება რობერტ სტურუა ნინუცა მაყაშვილის განცხადებას
რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა, მსახიობ ბესო ზანგურის მიმართ ყოფილი ცოლის მიერ წარმოთმულ ბრალდებას "ფეისბუკზე" ეხმაურება:
"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები!და ქ ა ლ ე ბ მ ა
1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!" - წერს რეჟისორი. რეჟისორის პოსტს მწვავე კომენტარებით ეხმაურებიან მოქალაქეები:
ინფორმაციისთვის, გადაცემა "ფარულ კონვერტში" ნინუცა მაყაშვილმა თქვა, რომ ყოფილ მეუღლესთან დაშორების მიზეზი ძალადობა იყო. როგორც მან აღნიშნა, ბესო ზანგური მას ფიზიკურადაც უსწორდებოდა და ამ ყველაფერს თავი გაქცევით დააღწია.