"რუსთაველის თეატრი, იმედია რეაგირებას მოახდენთ და ზანგურისთვის ხალხს ტაშს არ დააკვრევინებთ!" - კვირის პალიტრა

"რუსთაველის თეატრი, იმედია რეაგირებას მოახდენთ და ზანგურისთვის ხალხს ტაშს არ დააკვრევინებთ!"

მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ნინუცა მაყაშვილის ისტორიას ეხმაურება. ტელეწამყვანი სრულ მხარდაჭერას უცხადებს მსახიობს და რუსეთველის თეატრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ბესო ზანგურთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები მიიღოს.

"სრული მხარდაჭერა ნინუცას! მადლობა გამბედაობისთვის, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანისთვის გახდები მაგალითი. ყველამ ხმამაღლა უნდა ისაუბროს ასეთ საკითხებზე და ყველა მოძალადე უნდა იქნას გამოაშკარავებული! ნინუცას საოცარი ხასიათიდან გამომდინარე, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთ ტკივილს ატარებდა ამდენი წლის მანძილზე... რუსთაველის თეატრი, იმედია რეაგირებას მოახდენთ და ზანგურისთვის ხალხს ტაშს არ დააკვრევინებთ!" - წერს ლიკა ევგენიძე.