"მე რომ და­გაბ­რა­ლოთ, აქ­ლე­მი ხარ­თო, თქვენ ხომ არ და­ი­წყებთ იმის მტკი­ცე­ბას, რომ კუზი არ გაქვთ?" - კვირის პალიტრა

"მე რომ და­გაბ­რა­ლოთ, აქ­ლე­მი ხარ­თო, თქვენ ხომ არ და­ი­წყებთ იმის მტკი­ცე­ბას, რომ კუზი არ გაქვთ?"

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს შემდეგ ატეხილ კამპანიას აფასებს, სადაც მსახიობი ყოფილ მეუღლეს - ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს. ხვიჩიას აზრით, მსახიობი "მტკიცებულებების გარეშე ტალახს ისვრის", რაც დიდი სიბინძურე და ჩვეულებრივი ბოროტებაა, რომელიც პირველ რიგში, ყველაზე მეტად ქალების უფლებებს აზიანებს.

AMBEBI.GE-სთან იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ნინუცა მაყაშვილთან არ აქვს პრეტენზია, არამედ "Mე თოო კამპანიის" ავტორებთან, რომლებიც შურისძიების იარაღად იქცა საქართველოში.

- იაგო, რა მტკიცებულბა უნდა ჰქონდეს ადამიანს 11 წლის შემდგ?

- ის მტკიცებულება უნდა გქონდეს, რომელიც თავის დროზე გაქვს მოპოვებული. თუ არ გაქვს, მაშინ მე შემიძლია თქვენზე ვთქვა რაღაც, ან დაგაბრალოთ და სიამაყით განვაცხადო, რომ მტკიცებულება არ გამაჩნია, მაგრამ საზოგადოება რაღაცნაირად იყოს ვალდებული, რომ მხარი დაგიჭიროთ, თუ გაგაკრიტიკოთ. ზოგადად, მტკიცებულებების გარეშე დაუშვებელია ადამიანისთვის ასეთი რაღაცის სიამაყით დაბრალება საჯარო სივრცეში, ვინც გინდა იყოს. საერთოდ არ ვიცნობ ბესო ზანგურს, რაც ვიცი, მასზე კარგი არაფერი გამიგია, მაგრამ ადამიანზე ასეთი რაღაცის დაბრალება, ის, რომ 11 წლის წინ მან რაღაცა ქნა, რაზეც მას არ შეუძლია ნომინალურადაც კი თავის მართლება, სისულელეა.

მე რომ თქვენ დაგაბრალოთ, აქლემი ხართო, თქვენ ხომ არ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ კუზი არ გაქვთ? მე უნდა წარვადგინო რაღაცა ტიპის მტკიცებულება. ვიღაცამ გამოთქვა პრეტენზია, ამ პრეტენაზიას კი რაღაცა უნდა მოაყოლო. პირიქით, რომ ეთქვა ბესო ზანგურს, ჩემი ცოლი აქეთ მცემდაო, ის უნდა დაგვეჯერებინა? მე მტკიცებულებების გარეშე არაფრის არ მჯერა, განა იმიტომ, რომ არ შეიძლება ეს ფაქტი მომხდარიყო, ან ბესო ზანგური მოძალადე არ იყო.

- ჯერ იყო, პედოფილიის მხარდამჭერად, ახლა კი, არ არის გამორიცხული, ძალადობის მომხრედაც გამოგაცხადონ..

- კი, ლიბერალურმა მედიამ ერთხელ უკვე გამომაცხადა პედოფილიის მხარდამჭერად, აქედან გამომდინარე ვიცი, რომ არ შეიძლება ავყვე ამ სულელი ხალხის განწყობებს. არსებობენ ბრიყვები, და მეორეს მხრივ, ბოდიში თქვენთან - ნაბიჭვრობა, რომლებიც ამას იყენებენ. ნინუცა მაყაშვილთან არანაირი საქმე არ მაქვს, პრეტენზია მაქვს Mე თოო კამპანიის ავტორებთან. ადამიანი ამბობს, არანაირი მტკიცებულება არ მაქვსო და ამის მიუხედავად, აგრძელებენ ამ სიბინძურეს.

- ბევრ ქალს არ აქვს ძალადობის მტკიცებულება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათზე არ ძალადობენ... გააგრძელეთ კითხვა