ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ სკანდალში გაეხვა - ქართველ ჩოგბურთელს კიდევ ერთი პიროვნება უჩივის - კვირის პალიტრა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ სკანდალში გაეხვა - ქართველ ჩოგბურთელს კიდევ ერთი პიროვნება უჩივის

საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო ახალი სკანდალი აგორდა. Sports.ru-ს ინფორმაციით, ჩოგბურთელს ყოფილი ინვესტორი უჩივის, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

როგორც ყოფილი ინვესტორი ირწმუნება, მან დიდი წვლილი შეიტანა ბასილაშვილის კარიერულ წარმატებაში, სანაცვლოდ კი ტურნირებიდან საპრიზო თანხის გარკვეული ნაწილი უნდა მიეღო, რაც ქართველმა სპორტსმენმა არ გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ საქმის განხილვა საქართველოს სასამართლოსა და საერთაშორისო არბიტრაჟში უახლოეს მომავალში დაიწყება.

ცნობისთვის, ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილიც უჩივის, რომელიც ძალადობას ედავება.

რაც შეეხება, ჩოგბურთელის კარიერულ სიახლეებს, მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა მონტე კარლოს "მასტერსის" პირველი წრე. ბასილაშვილმა ტრავმის გამო წინააღმდეგობა ვერ გაუწია სერბ ფილიპ კრაინოვიჩს და მეორე სეტის სტარტზე მიატოვა შეხვედრა. გააგრძელეთ კითხვა