"შუ­ა­მა­ვა­ლი აღარ ჰყავ­და და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და შეგ­ვრი­გე­ბო­და. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­აგ­რძე­ლა და­რეკ­ვა" - კვირის პალიტრა

"შუ­ა­მა­ვა­ლი აღარ ჰყავ­და და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და შეგ­ვრი­გე­ბო­და. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­აგ­რძე­ლა და­რეკ­ვა"

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ია ფარულავას გადაცემის პროდიუსერებთან დაპირისპირება ჰქონდა, რის გამოც ეკატერინე გვახარიამ და ქეთი გუნცაძემ გადაცემა "ფარულ კონვერტი" დატოვეს. პროდუსერები ტელეწამყვანს ფსიქოლოგიურ ძალადობასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

საიდან დაიწყო უთანხმოება და რაში გამოიხატებოდა წამყვანის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობა, დეტალებზე AMBEBI.GE-ს ეკატერინე გვახარია და ქეთი გუნცაძე ესაუბრნენ.

- როგორ დაიწყო თქვენსა და იას შორის უთანხმოება?

ქეთი:

- ჯერ სამუშაო რეჟიმზე აზრთა სხვადასხვაობის გამო, ერთი წელი გაგვებუტა. ია ყოველთვის რთულად იღებს მისგან განსხვავებულ აზრს, ამ მხრივ სამუშაო პროცესი ჯანსაღად ვერ იმართებოდა. ეგონა, რომ ყოველთვის მართალი იყო და მხოლოდ მის აზრს უნდა გაემარჯვა. ჩვენ, პროდიუსერებს, თუ რაიმე განსხვავებული აზრი გვექნებოდა, თითქოს მტრულად იღებდა. ყოფილა მომენტები, როცა რაღაცებს ამოვჭრიდით გადაცემიდან და ეს არ მოსწონდა, რაც არაერთხელ გამხდარა დაპირისპირების საგანი. ათასნაირი სტუმარი გვყოლია, ხან ჰომოფობიური, ხან ქსენოფობიური აზრი გამოითქმება, რაღაც არასწორი ტერმინოლოგია და ძალიან ბევრჯერ გადაგვირჩენია გადაცემაც და არხიც, ჩვენ ამას სულ ვარეგულირებდით, ყოველთვის, ნებისმიერი ფორმით ვიცავდით ეთიკის ნორმებს.

ეკა:

- მე და ქეთი პროდიუსერები ვართ, ამდენი ხანია ერთად ვმუშაობთ და ჩვენც გვაქვს იდეური განსხვავებები. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ერთ აზრზე ვიყოთ, მაგრამ ეს სრულიად ნორმალურია, ამის გამო ხომ არ შეიძლება მუდმივად სტრესისა და თავის მართლების რეჟიმში იყო, სულ გვიწევდა თავდასხმა - თავდაცვის რეჟიმში ყოფნა.

- ასეთ პირობებში როგორ ახერხებდით მუშაობას?

- ვახერხებდით, ვიყავით სამუშაო რეჟიმში, როგორც მანამდე. ყველაფრს ჩვენ ვამზადებდით - სტუმართან შეხვედრას, სცენარის დაწერას, სიუჟეტების დაგეგმვას, შოუს ელემენტების მოფიქრებას. ამ ყველაფერს გამზადებულს ვუგზავნიდით იას, ის ამას წაიკითხავდა ან არ წაიკითხავდა, არ ვიცი, მოვიდოდა ეთერში, ჩაწერდა და მიდიოდა. არაფერში არ ერეოდა. ამბობდა კიდეც ამას - არაფერში ვერევიო. არ ერეოდა და თან ახერხებდა, რომ სულ პრეტენზიები გამოეთქვა.

- როგორ შერიგდით?

გააგრძელეთ კითხვა