"გირაოს გადახდის შემთხვევაში, ნიკა მელია 72 საათში იქნებოდა თავისუფალი, ხოლო ამნისტიის კანონი თუ დარეგისტრირდება, დაახლოებით ერთ თვეში" - კვირის პალიტრა

"გირაოს გადახდის შემთხვევაში, ნიკა მელია 72 საათში იქნებოდა თავისუფალი, ხოლო ამნისტიის კანონი თუ დარეგისტრირდება, დაახლოებით ერთ თვეში"

"გირაოს გადახდის შემთხვევაში, ნიკა მელია 72 საათში იქნებოდა თავისუფალი, ხოლო ამნისტიის კანონი თუ დარეგისტრირდება, დაახლოებით ერთ თვეში",- ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, რომ ნიკა მელია უარს ამბობს გირაოს გადახდაზე და არ ეთანხმება ამნისტიის მიღებას, ელისაშვილი აცხადებს, რომ "თუ ვიღაცას ციხიდან გამოსვლა არ უნდა, მისი არჩევანია".

"ჩემთვის გაუგებარია ნიკა მელიას უარი ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე, არ მესმის უბრალოდ. ევროკავშირი არის მზად, რომ გადაიხადოს გირაო და ამით არავის ღირსება არ შეილახება, ამაზე უარის თქმა და ხელის აკვრა, არის გაუგებარი, მაგრამ ყველა ადამიანს თავის არჩევანი აქვს. კი ბატონო, უარს ამბობს? - დარეგისტრირდება მაშინ ამნისტიის კანონი, მაგრამ ეს დროში გაიწელება. გირაოს გადახდის შემთხვევაში, ის 72 საათში იქნებოდა თავისუფალი, ხოლო ამნისტიის კანონი თუ დაინიცირდება - დაახლოებით ერთ თვეში, პროცედურულად ამას ერთი თვე დასჭირდება, როგორც მე ვიცი. დაჩქარებული წესით იქნება, მაგრამ დაჩაქარებასაც ვადა აქვს ერთ დღეში და ორ დღეში ვერ მიიღება", - განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"