"რა უბე­დუ­რე­ბაა, ეს მა­მუ­ლი­ჩა? შენი გვა­რის გა­მო­ცხა­დე­ბა ეზა­რე­ბათ თუ რაია? ფან­ტას­ტი­კუ­რი გვა­რი გაქვს, მა­მუ­ლი­ჩად რა­ტომ გა­ცხა­დე­ბე­ნო?!" - კვირის პალიტრა

"რა უბე­დუ­რე­ბაა, ეს მა­მუ­ლი­ჩა? შენი გვა­რის გა­მო­ცხა­დე­ბა ეზა­რე­ბათ თუ რაია? ფან­ტას­ტი­კუ­რი გვა­რი გაქვს, მა­მუ­ლი­ჩად რა­ტომ გა­ცხა­დე­ბე­ნო?!"

"ამდენი წლის შემდეგ სახლში პირველად რომ შევედი, გული კინაღამ მომიკვდა..."

"ოზურგეთი, სოფელი კვირიკეთი, ჩემი სოფელი. 30 წელი არ ვყოფილვარ, ხოდა, ვბრუნდები" - ამ წარწერით დაასათაურა პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა, მამულიჩამ ფოტო, რომელიც ცოტა ხნის წინ თავის სოფელში გადაიღო და საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე განათავსა. ფოტოზე ულამაზესი გურული ოდაა აღბეჭდილი და ამწვანებული, ლამაზი ეზო. რას აპირებს მამულიჩა თავის სოფელში და რატომ არ ყოფილა იქ 30 წლის განმავლობაში, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად უამბობს.

- ეს არის ოზურგეთის რაიონის სოფელი კვირიკეთი. დედაჩემის სოფელი. მე ხომ ქართლელი ვარ, მაგრამ ქართლში არაფერი გვაქვს. ამიტომ, მთელი ჩემი ბავშვობა კვირიკეთში მაქვს გატარებული. ბებია და ბაბუა ცოცხლები რომ იყვნენ, მე და ჩემი ბიძაშვილები სულ მათთან ჩავდიოდით. კარგი სამეგობრო, სამეზობლო გვყავდა. საუკეთესო წლები გვაქვს იქ გატარებული. მერე ქვეყანაში არეულობა რომ დაიწყო, 90-იან წლებში, თავისთავად მოხდა, გავწყვიტეთ სოფელთან ურთიერთობა, თითქოს ჩამოვშორდით იქაურობას. რატომ - ეს დღემდე ვერ ამოვხსენი. ალბათ ბებია-ბაბუაც რომ გარდაიცვალნენ, ფაქტობრივად, მაშინ დავასრულეთ იქაურობასთან კონტაქტი.

ჩვენი სახლის გვერდით ცხოვრობენ ჩვენი ნათესავები - ციბაძეები, რომლებიც ჩვენს კარ-მიდამოს უვლიან. სახლს რომ შეხედავ, გაგიხარდება და მოგეწონება, ისეთია, მაგრამ ძველია და ხელის კარგი შევლება უნდა. შიგნით წლებია, არავის უცხოვრია. ეზოს წინა და უკანა ნაწილს, როგორც გითხარით, ნათესავები უვლიდნენ.

- ფართობი დიდია?

- წესით, 5000 კვმ უნდა ყოფილიყო, საბუთები ცოტა არეულია, მაგის მოგვარების თავი არავის ჰქონდა. მიწის ნაწილი 1500 კვ.მ ბიძაჩემზე დაგვხვდა გაფორმებული, დანარჩენი ნაწილი - მომვლელებზე. მოკლედ, ნათესავებთან ერთად გავასწორებთ ამ საბუთებს... სახლის დანგრევა და ახლის აშენება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ, არქიტექტორი უნდა ჩავიყვანოთ, რომ არსებულიდან მოხდეს შენობის გაახლება-გამაგრება-რესტავრაცია. გვინდა, რომ ზაფხულში ჩავიდეთ ხოლმე და დავრჩეთ. ისე, როგორც ჩემს ბავშვობაში ხდებოდა, მთელი ჩემი სანათესაო, ბიძაშვილები ხომ ვამბობ, იქ გავიზარდეთ. რეალურად გვაქვს ადგილი და ვერ ვიყენებთ.

- როგორ იყო იქაურობა 30 წლის შემდეგ...

- ამდენი წლის შემდეგ სახლში პირველად რომ შევედი, გული კინაღამ მომიკვდა... ყველაფერი გამახსენდა, რაც წარსულში ყოფილა... სახლზე საერთოდ არ არის ხელი მოკიდებული. არადა, ხომ იცით, როგორ არის, როცა არ ცხოვრობ, ყველაფერი მიშვებულია უკვე... ახლა საიდან უნდა დაიწყოს იქ საქმე, მე არ ვიცი, ამიტომ, როგორც გითხარით, სპეციალისტი უნდა მივიყვანოთ და უნდა საფუძვლიანად გაკეთდეს, ბევრი რამ გამოიცვალოს.

- დიდი სოფელია?

- ოზურგეთზეა მიბმული, იქვეა... ეს ფოტო რომ დავდე, ბევრი გურული გამომეხმაურა, ადამიანები, რომლებსაც იქვე სოფლებში სახლები ჰქონიათ, კვირიკეთში კი ჩემს 2 უმცროს ამხანაგს აქვს სახლი. გამიხარდა... მოკლედ, მგონი, სწორი გადაწყვეტილება მივიღე... ჯერ ერთი, რატომ უნდა დავკარგოთ?! ახლა მთავარია, ჩავიდეთ, მოვაწესრიგოთ საბუთები და მერე უკვე სახლიც. გასაყოფი არავისთან არაფერი გვაქვს. საოცარი ბუნებაა, იქვე ჩამოდის მდინარე ბჟუჟი. გვერდითაა სოფლები - შემოქმედი და ლიხაური. მოკლედ, კარგი ადგილია. გაგრძელება