ვის წარადგენს "ქართული ოცნება" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე? - კვირის პალიტრა

ვის წარადგენს "ქართული ოცნება" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე?

"ქართული ოცნება" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს.

ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"მინდა გაცნობოთ, რომ "ქართული ოცნების" სახელით, პარლამენტის თავმჯდომარის კანიდატად პარლამენტს წარედგინება კახა კუჭავას კანდიდატურა",-აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა.