ზურაბ ჯაფარიძე არჩილ თალაკვაძეზე: "ვაშაძემ ჰალსტუხი "აახია" და კუჭავამ თანამდებობა" - კვირის პალიტრა

ზურაბ ჯაფარიძე არჩილ თალაკვაძეზე: "ვაშაძემ ჰალსტუხი "აახია" და კუჭავამ თანამდებობა"

"ვაშაძემ ჰალსტუხი "აახია" და კუჭავამ თანამდებობა", - ასე ეხმაურება პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე, არჩილ თალაკვაძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას.

"კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე არჩილ თალაკვაძეს და კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედი", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. "ქართულმა ოცნებამ" სპიკერის პოზიციაზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინა, თავად არჩილ თალაკვაძე კი ვიცე-სპიკერის პოსტზე გადაინაცვლებს.

"ინტერპრესნიუსი"