ნიკა მელია აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების თავდებობაზე თანახმაა - კვირის პალიტრა

ნიკა მელია აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების თავდებობაზე თანახმაა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ის ევროპარლამენტარების თავდებობაზე თანახმაა. ამის შესახებ მან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან "მთავარ არხთან" ისაუბრა.

"ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია ევროპარლამენტარების თავდებობა და არის ეს ჩემთვის კომიკური, როცა ვისმენ "ქართული ოცნების" კომენტარებს, რომ ეს შეთანხმებაში არ არისო გათვალისწინებულიო. მაპატიეთ და შეთანხმებაში ის არის გათვალისწინებული, რომ გამოსასყიდი უნდა ჩამრიცხვოდა? აბა წაიკითხონ კარგად, შეთანხმებაში ეს არ წერია.

მერწმუნეთ, კრიზისი მნიშვნელოვნად გაღრმავდება ქვეყანაში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, თუკი ამნისტიის კანონი თუნდაც ერთ მოძალადე პოლიციელზე გავრცელდება, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული", - ამბობს ნიკა მელია.

წყარო