სოფელ ღოღეთთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ბოძები დაამონტაჟეს - კვირის პალიტრა

სოფელ ღოღეთთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ბოძები დაამონტაჟეს

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღოღეთთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ბოძები დაამონტაჟეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, აღნიშნული შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

მათივე ინფორმაციით, სოფელ ღოღეთთან შემთხვევა გუშინ მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"