"დღე და ღამე ვფიქრობ ჩემს ხალხზე და ჩემი სამშობლო უზომოდ მენატრება" - კვირის პალიტრა

"დღე და ღამე ვფიქრობ ჩემს ხალხზე და ჩემი სამშობლო უზომოდ მენატრება"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც სიუჟეტში ჟურნალისტი მოქალაქეს ეკითხება, უნდა დაბრუნდეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, ის კი პასუხობს, რომ აუცილებლად, - "აქ უნდა იყოს. თუ ქართველებს ჭკუა გაქვთ თავში, დააბრუნეთ. სანამ გვიანი არ არის. ახლა რუსეთის გუბერნია ვართ უკვე, ქვეყანაში როცა აღარაფერს გეკითხებიან, მონა ხარ. ხალხი შიმშილობს. ახლა გადარჩენაზეა საქმე"...

ექსპრეზიდენტი კი ამ ფაქტს ასე ეხმიანება:

"ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლა, სრულიად შეუქცევად სტადიაში შედის და კრიზისი არა მხოლოდ არ არის გადალახული, არამედ მისი ახალი, ბევრად უფრო მწვავე ეტაპი დაიწყო!

დღე და ღამე ვფიქრობ, საქართველოს სიტუაციაზე, ჩემს ხალხზე და ჩემი სამშობლო უზომოდ მენატრება", - წერს სააკაშვილი.