"ვიზიარებ არგუმენტს, რომ კახა კუჭავა უფრო ნეიტრალური, დაბალანსებული პოლიტიკური ფიგურაა, ვიდრე მისი წინამორბედი" - კვირის პალიტრა

"ვიზიარებ არგუმენტს, რომ კახა კუჭავა უფრო ნეიტრალური, დაბალანსებული პოლიტიკური ფიგურაა, ვიდრე მისი წინამორბედი"

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი იზიარებს არგუმენტს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ცვლილება იმ მოტივით მოხდა, რომ კახა კუჭავა უფრო ნეიტრალური პოლიტიკური ფიგურაა.

როგორც იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ცვლილება მისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა კუჭავა უფრო დაბალანსებული ადამიანია და მისი პოლიტიკური წარსულიც ბევრად უფრო მიუკერძოებელია.

"ეს ცვლილება ჩემთვის ცოტა მოულოდნელი და გაუგებარი იყო, თუმცა ვიზიარებ არგუმენტს, რომ კახა კუჭავა არის უფრო ნეიტრალური, დაბალანსებული პოლიტიკური ფიგურა, ვიდრე მისი წინამორბედი იყო. უფრო მეტი მტკიცებულება, რა იყო ამის მიზეზი, არ გამაჩნია.

მე არ ვწყვეტ, ვინ იქნება ოპოზიციური პარტიის სპიკერი. შესაბამისად, უხერხულობას შემიქმნის თუ არა, ჩემი მოვალეობაა, ვიჯდე დარბაზში და გავუწიო ოპონირება. კუჭავა არის უფრო დაბალანსებული ადამიანი. მისი პოლიტიკური წარსული ბევრად უფრო მიუკერძოებელია პოლიტიკური განცხადებების თავლსაზრისით. ამიტომ შეიძლება, ეს იყო ცვლილების მოტივი", - განაცხადა იოსელიანმა.

"ინტერპრესნიუსი"