"სე­რი­ო­ზუ­ლად ვა­პი­რებ კენ­ჭისყრას იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ დიდი ხა­ნია ვაკ­ვირ­დე­ბი, რა პო­ლი­ტი­კუ­რი უკუს­ვლაა ქვე­ყა­ნა­ში" - კვირის პალიტრა

"სე­რი­ო­ზუ­ლად ვა­პი­რებ კენ­ჭისყრას იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ დიდი ხა­ნია ვაკ­ვირ­დე­ბი, რა პო­ლი­ტი­კუ­რი უკუს­ვლაა ქვე­ყა­ნა­ში"

მიხეილ რამიშვილი თბილისის მერის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ის კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის.

"გადავწყვიტე, თბილისის მერობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა მივიღო", - წერს რამიშვილი.

რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება ადვოკატმა, ამ კითხვით AMBEBI.GE-მ მიხეილ რამიშვილს მიმართა:

"სერიოზულად ვაპირებ კენჭისყრას იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხანია ვაკვირდები, რა პოლიტიკური უკუსვლაა ქვეყანაში. იმიტომაც ვაპირებ, რომ ყველაფერი სიტყვებად რჩება და საქმედ არ იქცევა, რაც ყველა სიტყვას თან უნდა სდევდეს. გადავწყვიტე, რომ სურვილი რეალობაში მოვიყვანო და მინდა, დამოუკიდებლად მივიღო მონაწილეობა მერის არჩევნებში.

გააგრძელეთ კითხვა