,,მე კი წავაქციე და თქვენ როგორც გინდათ ისე იანგარიშეთო“ - რას უყვებოდა სტალინი კანდიდ ჩარკვიანს ფალავან ეგნატაშვილებზე - კვირის პალიტრა

,,მე კი წავაქციე და თქვენ როგორც გინდათ ისე იანგარიშეთო“ - რას უყვებოდა სტალინი კანდიდ ჩარკვიანს ფალავან ეგნატაშვილებზე

კანდიდ ჩარკვიანი, რომელიც საქართველოს 1938–1952 წლებში ხელმძღვანელობდა, მისი შვილის, გელა ჩარკვიანის წიგნში "ინტერვიუ მამასთან", ჰყვება სტალინის და ეგნატაშვილების ახლო ურთიერთობაზე. ჩვენთვის საინტერესო კი ის იყო, რომ იქ საუბარია ცნობილი ფალავნების კულა გლდანელისა და იაკობ ეგნატაშვილის შერკინებაზე, რომელიც მუხრანბატონთან გამართულა და ეგნატაშვილს კულა ბეჭებზე დაუგდია. აგრეთვე, ეგნატაშვილების შერკინებაზე ამილახვარისას მყოფ ჩეჩენ ფალავანთან.

ძმები, აზნაურები იაკობ, სიმონ და კიკა ეგნატაშვილები XIX საუკუნის მიწურულს ცნობილი ფალავნები იყვნენ. იაკობი მათგან გამორჩეული გახლდათ. მათ შესახებ, ცოტა უფრო მეტს ქვემოთ წაიკითხავთ. იქამდე კი კანდიდ ჩარკვიანის მონაყოლს გადავხედოთ:

"სტალინი ბავშვობიდან ძალიან დაკავშირებული იყო ეგნატაშვილებთან, ამიტომ მომიყვა მათი ამბავი – ამბობს კანდიდ ჩარკვიანი – სამი ძმა იყვნენ ეგნატაშვილები: იაკობი, სიმონი და კიკა. სამივენი იყვნენ არაჩვეულებრივი ფალავნები, ცნობილნი მთელ ქართლში. ყველაზე უფრო ძლიერი იყო იაკობი. ერთხელ, მუხრანბატონმა მიიწვია იაკობი მუხრანში, რომ დასჭიდებოდა მის ფალავანს კულა გლდანელს. აიღო იაკობმა და დასცა (კულა). შეეშინდათ შუამავლებს (მსაჯებს) რომ მუხრანბატონი არ გაჯავრებულიყო და ,,ბეჭები არა აქვს დადებულიო" – იყვირეს. დაეჭიდნენ მეორედ და იაკობმა კიდევ დასცა. კიდევ იყვირეს: ,,ბეჭები არა აქვს დადებულიო". გამოსულა იაკობი და უთქვამს: ,,მე კი წავაქციე და თქვენ როგორც გინდათ ისე იანგარიშეთო".

,,ხეხელა ბიჭიაო - უთქვამს - მაგას არ დავეჭიდები. ჯერ კიკა დაეჭიდოს, თუ წააქცია, მერე სიმონი დაეჭიდოს, თუ ისიც წააქცია მაშინ დავეჭიდებიო". გამოვიდა კიკა. დაბალი, სქელი. გაიარეს, გამოიარეს, ეცნენ ერთიმეორეს და სულ სამ წუთში დასცა კიკამ ის ჩეჩენი. ასე, რომ არც სიმონს და არც იაკობს არ დასჭირვებია ჭიდაობაო – ასე მომიყვა სტალინმა." – ამბობს კანდიდ ჩარკვიანი.

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ეგნატაშვილები კარგი მოჭიდავეები იყვნენ. აქვე ისიც გვინდა აღვნიშნოთ, რომ ისინი რუისელები გახლდნენ. ეს სოფელი ბევრმა იცის, შიდა ქართლშია, თუმცა გვინდა ერთი პარალელი მაშინდელ და დღევანდელ რუისთან საფალავნო თვალსაზრისითაც გავავლოთ. გააგრძელეთ კითხვა