"ხვალ პარლამენტში დავრეგისტრირდებით, იმისთვის, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში" - კვირის პალიტრა

"ხვალ პარლამენტში დავრეგისტრირდებით, იმისთვის, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში"

"ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, 27 აპრილს დიდი ალბათობით, ამნისტიის შესახებ კანონის დარეგისტრირება არ მოხდება. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ პარლამენტში დარეგისტრირდებიან, რათა გიორგი რურუას შეწყალების აქტი ამოქმედდეს.

"ჩვენ ხვალ პარლამენტში დავრეგისტრირდებით, იმისთვის, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში, რომ ერთმა ადამიანმა საპატიმრო დატოვოს. ამის შემდეგ კონსულტაციებს გავაგრძელებთ ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ვნახოთ არსებობს თუ არა შეჯერების შესაძლებლობა. მაგრამ ხვალ კანონპროექტის დარეგისტრირება დიდი ალბათობით არ მოხდება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"