40 წლამდე კაცი დაჭრეს - რა მოხდა ახმეტაში? - კვირის პალიტრა

40 წლამდე კაცი დაჭრეს - რა მოხდა ახმეტაში?

ახმეტაში 40 წლამდე კაცი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მარჯვენა ქვედა კიდურში, ხოლო ბლაგვი საგნით თავის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევის მოტივი წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"