"სულ არ მაინტერესებს ნიკა მელია იქიდან გაზეთ "პრავდაში" რა დირექტივებს აქვეყნებს" - კვირის პალიტრა

"სულ არ მაინტერესებს ნიკა მელია იქიდან გაზეთ "პრავდაში" რა დირექტივებს აქვეყნებს"

"ნიკა მელიას დირექტივები და ციხეში დაწერილი რაღაც აპრილის თეზისები საერთდ არ მაინტერესებს - რას დავუჭერთ მხარს და რას არ დავუჭერთ მხარს ამას ჩვენი პარტია გადავწყვეტთ", - ეს განცხადება ჟურნალისტებთან დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

"სულ არ მაინტერესებს მელია იქიდან, გაზეთ "პრავდაში" რა დირექტივებს აქვეყნებს", - განაცხადა ელისაშვილმა.