"ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა დაგვტოვა. გარდაიცვალა ნამდვილი სახალხო არტისტი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მსახიობი კახი კავსაძე" - კვირის პალიტრა

"ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა დაგვტოვა. გარდაიცვალა ნამდვილი სახალხო არტისტი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მსახიობი კახი კავსაძე"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი კახი კავსაძის გარდაცვალების ფაქტს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს უდიდესი ქართველი არტისტის გარდაცვალების გამო:

"ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა დაგვტოვა. გარდაიცვალა ნამდვილი სახალხო არტისტი, ყველა თაობის ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებულად საყვარელი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მსახიობი კახი კავსაძე. მისი დაუვიწყარი როლები საყოველთაო აღიარებას იმსახურებს ყველა თაობაში, სწორედ ამიტომაც ის ქართველმა ხალხმა ყველაზე დიდი ჯილდოთი - უდიდესი სიყვარულით დააჯილდოვა.

ვუსამძიმრებ ამ დიდი ადამიანის და მსახიობის გარდაცვალებას მის ოჯახს, ახლობლებს, მთელ ქართულ საზოგადოებას", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.