"უჰ, რა ცუდი სანახავები ხართ... პოლიტიკაში ადგილი უკვე გაქვთ - ელისაშვილის უკან და არ მინდა, "მთლად" პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდეთ" - კვირის პალიტრა

"უჰ, რა ცუდი სანახავები ხართ... პოლიტიკაში ადგილი უკვე გაქვთ - ელისაშვილის უკან და არ მინდა, "მთლად" პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდეთ"

პუბლიცისტი, პარტიის "კანონი და სამართალი" ლიდერი თაკო ჩარკვიანი პარლამენტში ოპოზიციის შესვლის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ოპოზიციონერ ლიდერებს აკრიტიკებს:

"უსმენთ სხდომას არა??? "ნუ იტყუებით, ნუ ცრუობთ, დოკუმენტში რაც წერია იმას მოაწერეთ ხელიო ჩიქოვანი პასუხობს ოპოზიციონერებს და ს. სამადაშვილის "სიბრძნე სიცრუისას". აი ესენი რომ ნიშანს მოგიგებენ, ელისაშვილები და ტიპები, პარლამენტში რომ შეხვედით ისე, რომ ამნისტიის საკითხი არ იყო მოგვარებული, კოლეგა ოპოზიციონერი ლიდერი დაჭერილია, პროკურორს რომ 5 წლით ტოვებ ამ დოკუმენტით, ამნისტიას რომ დამნაშავეები - თვალებისდამთხრელები (გავრილოვის" ღამის ჯალათები), გარეთ რომ უნდა გამოჰყვნენ, აი ამაზე რომ ხელი მოაწერეთ და ახლა ვითომ " დაყენებული მკაცრი" ტონით შარლ მიშელის დოკუმენტია და ჩვენ რა ვქნათო, აი, ამიტომ ხართ ელსაშვილის "უკან" ჯდომის ღირსები.

ახლა კეთილი ინებეთ და როგორც გნებავთ, ისე მოახერხეთ, რომ ხალხს რომლებიც გავრილოვის- (ოკუპანტის )შემოსვლას აპროტესტებდა და დამიზნებით თვალები დასთხარეს, არ შეაფურთხოთ და გააკეთოთ ისე, რომ ისინი - ჯალათები გარეთ არ გამოვიდნენ- არ უნდა გამოვიდნენ !!!!!! ისედაც თქვენ პოლიტიკაში ადგილი უკვე გაქვთ, თავად მოძებნეთ ანუ ელისაშვილის უკან და არ მინდა მართლა, "მთლად" პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდეთ, შეეცადეთ ბატონო "პატ" ოპოზიციონერებო!!!!

ისედაც დიდი ზიანი მიაყენეთ პროცესს და თითქმის ჩამოშლილ ოცნებას "გასამაგრებლად" კედლებად ამოუდექით, იმ ოცნების ხელისუფლებას გაუპრავეთ " ერთპარტიული" პარლამენტი, რომელმაც ჩამოშალა ქვეყანა, კორუფციაში ჩაალპო, ხალხი გააღატაკა , ბიუჯეტი გაძარცვა, ეკონომიკა გაანადგურა და " ფეოდალური-რუსულ-პუტინური" მმართველობის სტილით თარეშობს!!! ნაადრევი, არასწორი და კონფორმისტული - "ისტორიული" სვლა "ჩაატარეთ", ახლა ასეა -ფაქტია! ამნისტიას 20 ივნისის დამნაშავეები - ჯალათები "თვალებისდამთხრელები" არ უნდა გამოყვნენ გარეთ! არ შეიძლება , ეს დანაშაულის (სამომავლოდ) წაქეზებაა და დაზარალებული ხალხის შეფურთხება-შეურაცხყოფა!

უჰ რა ცუდი სანახავები ხართ - რა სამწუხაროა!", - წერს თაკო ჩარკვიანი.