"მე რომ ნიკა მელიას ადგილზე ვიყო, ევროკავშირის გირაოს მივიღებდი" - რას აცხადებს საპატიმროდან გამოსული გიორგი რურუა? - კვირის პალიტრა

"მე რომ ნიკა მელიას ადგილზე ვიყო, ევროკავშირის გირაოს მივიღებდი" - რას აცხადებს საპატიმროდან გამოსული გიორგი რურუა?

მე რომ ნიკა მელიას ადგილზე ვიყო, ევროკავშირის გირაოს მივიღებდი. მე მესმის ნიკასი, -ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილე გიორგი რურუამ განუცხადა.

როგორც გიორგი რურუა განმარტავს, ნიკა მელია მართალია.

„მე ნიკას პირველივე დღეს შევუთვალე ჩემი აზრი, ამას ჩემთვის დავიტოვებ. მე რომ ნიკას ადგილზე ვიყო, ევროკავშირის გირაოს მივიღებდი. მე მესმის ნიკასი, ის არის მართალი“,-აცხადებს რურუა.

ცნობისთვის, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება მედიატორების მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო. დღეს ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც მედიატორის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, პარლამენტში დარეგისტრირდა. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი დღეს მოაწერა.

იხილეთ ვიდეო