"ახლა ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად,„ნაციონალური მოძრაობაც" უნდა შევიდეს პარლამენტში" - კვირის პალიტრა

"ახლა ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად,„ნაციონალური მოძრაობაც" უნდა შევიდეს პარლამენტში"

ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობაც" უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, "მთავარი არხის" ერთ-ერთმა მეწილე გიორგი რურუამ განუცხადა.

როგორც გიორგი რურუა დასძენს, ნიკა მელიამ საპატიმრო ძალიან მალე უნდა დატოვოს.

"პარლამენტში ვინც შევიდა, იმ დეპუტატებს ვუსურვებ წარმატებას. მე ვფიქრობ, ეს წარმატებაა. ამნისტიის ერთი პუნქტი, რომ მოვისმინე საკანში, მეც ვერ მივხვდი რა იყო. მეც ჩემს თავზე ვიღებ, ეს შეგვეშალა, სამწუხაროდ, ასე მოხდა, მაგრამ დანარჩენი 4 მისაღებია. ვფიქრობ, ის 4 პუნქტი უნდა მივიყვანოთ. ახლა ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად, ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობაც" უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც", - განაცხადა გიორგი რურუამ.

"ინტერპრესნიუსი"