"ინდოეთში კრემატორიუმები გადატვირთულია, ჭირისუფლებს კორონავირუსით გარდაცვლილთა კრემაციისთვის რიგში დგომა საათობით უწევთ" - კვირის პალიტრა

"ინდოეთში კრემატორიუმები გადატვირთულია, ჭირისუფლებს კორონავირუსით გარდაცვლილთა კრემაციისთვის რიგში დგომა საათობით უწევთ"

ინდოეთში, გასული დღის განმავლობაში კორონავირუსს 3 286 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა.

ქვეყანაში მნიშვნელოვნად მატულობს ინფიცირების შემთხვევები. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში ინდოეთში 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

მედიის ინფორმაციით, დედაქალაქ დელიში არსებულ კრემატორიუმები გადატვირთულია და დაღუპულების ოჯახების წევრებსა და ახლობლებს საათობით უწევთ ლოდინი.

ვრცელდება ფოტოები, სადაც აღბეჭდილია სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის ავტომობილების სადგომზე, კუსტარულად მოწყობილი ადგილები კოცონებისთვის, სადაც გარდაცვლილებს წვავენ.

"ინტერპრესნიუსი"