"იქ ყოფ­ნის გა­ყი­ნულ დღე­ებს ვე­რა­ვინ წაგ­ვარ­თმევს და იმ სა­ი­დუმ­ლო­საც, ერთ დღეს უჩ­ვე­უ­ლოდ მკა­ფი­ოდ რომ "გა­მან­დეთ", თან წა­მო­ვი­ღებ..." - კვირის პალიტრა

"იქ ყოფ­ნის გა­ყი­ნულ დღე­ებს ვე­რა­ვინ წაგ­ვარ­თმევს და იმ სა­ი­დუმ­ლო­საც, ერთ დღეს უჩ­ვე­უ­ლოდ მკა­ფი­ოდ რომ "გა­მან­დეთ", თან წა­მო­ვი­ღებ..."

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიბის მდგომარეობა 2020 წლის 28 ნოემბერის შემდეგ გართულდა, როდესაც კოვიდ-19 დაუდასტურდა. მაშინ კავსაძე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

იმ დროს ამავე კლინიკაში მკურნალობას გადიოდა ენათმეცნიერი მარინ ბერიძე, რომელიც ასევე კორონავირუსით იყო ინფიცირებული. იგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მსახიობთან ერთად, რეანიმაციაში გატარებული დღეების შესახებ წერს.

"ბატონო კახი!

ასე მგონია, რეანიმაციაში კი არა, დედის მუცელში ვიყავით ერთად. სიკვდილ-სიცოცხლის დიდმა საიდუმლომ გაგავაერთიანა. თქვენ ჩემზე ადრე წახვედით საავადმყოფოდან. მე თქვენზე გვიან წამოვალ აქედან. თუმცა იქ ყოფნის გაყინულ დღეებს ვერავინ წაგვართმევს და იმ საიდუმლოსაც, ერთ დღეს უჩვეულოდ მკაფიოდ რომ "გამანდეთ", თან წამოვიღებ....

ოდესმე თუ შევძელი და დავწერე იმ ჯოჯოხეთზე, იმ რამდენიმე ეპიზოდსაც გავიხსენებ, თქვენგან სევდიან სიხარულებად რომ დამრჩა.რისთვის უნდოდა უფალს ეს შეხვედრა - არტისტისა და მაყურებლის მონაწილეობით გამართული ეს ბოლო სპექტაკლი, რეანიმაციის რამპების შუქზე და "საპიორი" აპარატურის აკომპანიმენტით.... ჩვენ შორის ერთი ავადმყოფი იწვა.

უფრო სწორად, ერთი საწოლი იდგა, რომელზეც საშინელი სისწრაფით იცვლებოდნენ ავადმყოფები. და ჩვენ, ცოცხლები, როლდავიწყებული არტისტებივით შევყურებდით ერთმანეთს და ჩვენს რიგს ველოდით...... ნათელში იყავით!" - წერს ბერიძე.