"მე ჩემი სი­ძის რა­ღა­ცებს არ ვი­ზი­ა­რებ, მე ხომ არ ვარ "ნა­ცი­ო­ნა­ლი", არა­ფე­რი არ ვარ, გივი ვარ სი­ხა­რუ­ლი­ძე და მორ­ჩა" - კვირის პალიტრა

"მე ჩემი სი­ძის რა­ღა­ცებს არ ვი­ზი­ა­რებ, მე ხომ არ ვარ "ნა­ცი­ო­ნა­ლი", არა­ფე­რი არ ვარ, გივი ვარ სი­ხა­რუ­ლი­ძე და მორ­ჩა"

27 აპრილს წელიწადნახევრის შემდეგ გიორგი რურუამ გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული 20 ივნისის აქციებში, თავისუფლებაზე ყოფნისას ამბობს, რომ ეს დრო ციხეში სულ ტყუილად გაატარა.

გიორგი რურუას სიმამრი გივი სიხარულიძე სიძის გათავისუფლებისთვის პრეზიდენტსა და პოლიტიკოსებს მადლობას უხდის. ბატონმა გივიმ Ambebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მართალია სიძეს ბევრ რამეში არ ეთანხმება, მაგრამ თვლის, რომ ამჯერად სრულიად უსაფუძვლოდ იყო დაკავებული.

"მადლობას ვუხდი ყველა პოლიტიკოსს, სალომე სამადაშვილიდან დაწყებული, ახალგაზრდა გიორგი ვაშაძის დამთავრებული, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი სიძის გათავისუფლების პროცესში. ასევე მადლიერი ვარ იმ ბიჭის, ციხეში რომ ზის, ნიკა მელია, მათი, ვინც იბრძოლეს გიორგი რურუას თავისუფლებისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომ გაითვალისწინა ეს ყველაფერი და ხელი მოაწერა ჩემი სიძის გათავისუფლებას. ძალიან ახლოს ვიცნობ სალომეს.

მადლობას ვუხდი ასევე ევროპას, შარლ მიშელს, ყველას, მადლობა, მათ რომ სწორი დადგენილება გამოიტანეს და მართალი კაცი გაათავისუფლეს. დიახ, გიორგი რურუა პოლიტპატიმარი იყო და რატომ არ უნდა ეღიარებინათ.

მე ჩემი სიძის რაღაცებს არ ვიზიარებ, მე ხომ არ ვარ ნაციონალი, არაფერი არ ვარ, გივი ვარ სიხარულიძე და მორჩა, მაგრამ ამჯერად ჩემი აზრით, ის სრულიად უსაფუძვლოდ იყო დაკავებული. მადლობას ვუხდი მთავრობასაც, რომ ეს გაითვალისწინეს" - ამბობს სიხარულიძე. გააგრძელეთ კითხვა