"ნიკა მინდა მოვინახულო, ჩემი აზრები გავუზიარო" - სალომე სამადაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ხვდება - კვირის პალიტრა

"ნიკა მინდა მოვინახულო, ჩემი აზრები გავუზიარო" - სალომე სამადაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ხვდება

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებულ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მისი ყოფილი თანაპარტიელი, სალომე სამადაშვილი ხვდება. როგორც დაწესებულებაში შესვლამდე სამადაშვილმა განაცხადა, ნიკა მელიასთან მისი საპატიმროდან გამოსვლის გზებზე ექნება საუბარი, ამასთან, ბრალდებულს პარლამენტში შესული ოპოზიციის აზრსაც მოახსენებს.

"მოგეხსენებათ, რომ ხელისუფლება თანახმაა გირაო ევროკაშირის შესაბამისმა ფონდმა დაფაროს, ამაზე ნიკასაც ნაწილობრივ აქვს თანხმობა მიცემული გარკვეული პირობით, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი არ იქნეს მიღებული. გარდა ამისა, ვმუშაობთ ამ ინიციატივაზე, რომ იქნებ თავდებობა მიიღოს ხელისუფლებამ გირაოს ნაცვლად. იმის გათვალისწინებით, რომ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრია ქვეყანაში ჩამოსული, ნიკას სასამართლოა, შესაძლებლობა არის, რომ ვისაუბროთ. შესაბამისად, გადავწყივიტე ნიკა მელიასთან უშუალო შეხვედრა და ერთად განხილვა, თუ რა შესახლებლობები არსებობს მისი თვალთახედვიდან, მასაც გავუზიარო რა ვითარებაა, როგორც პარლამენტში შესული დეპუტატების მხრიდან - რა განწყობა გამოიკვეთა, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციებში ამნისტიის კანონპროექტთან მიმართებაში და იქნებ, ერთად მოვძებნოთ გამოსავალი", - განაცხადა სამადაშვილმა.

კითხვაზე, მოხდება თუ არა ხელისუფლების მხრიდან ამნისტიის კანონპროექტის გაწვევა, რადგან ნიკა მელია ამ შემთხვევაში დათანხმდება თავდებობით გირაოს, სამადაშვილი პასუხობს, რომ კანონპროექტის გაწვევა მარტივად ვერ მოხდება.

"ამნისტიის კანონის მიღება შეთანხმების ნაწილია, ასე მარტივად ამის გადახედვა ვერ მოხდება, მაგრამ ნიკასთან ერთად მინდა ვიმსჯელო სხვა გზებზე, თუ არსებობს რომ სწრაფად შევძლოთ ნიკას პატიმრობის დასრულება. ნიკა მინდა მოვინახულო, ჩემი აზრები გავუზიარო, მოვისმინო ის რას ფიქრობს, ვნახოთ",- განაცხადა სამადაშვილმა.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა თავდებში ლიტვიის საგარეო საქმეთა მინისტრიც ვიხილოთ, სამადაშვილი პასუხობს, რომ "ამაზე ვერაფერს იტყვის და ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრია მზად თავდებში იყოს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამის შესახებ საქმის კურსშია".

"ინტერპრესნიუსი"