"კმაყოფილია, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდა" - რა განაცხადა მელიასთან შეხვედრიდან გამოსულმა სალომე სამადაშვილმა? - კვირის პალიტრა

"კმაყოფილია, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდა" - რა განაცხადა მელიასთან შეხვედრიდან გამოსულმა სალომე სამადაშვილმა?

ნიკა მელია არის ძალიან მხნედ, კმაყოფილია, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდა, - ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ის "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებულ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა.

როგორც სამადაშვილი აცხადებს, ნიკა მელიას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს.

"პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელია არის ძალიან მხნედ, ძალიან კმაყოფილია, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდა გუშინ. მას მიაჩნია, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა, ჩვენ მასთან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ვისაუბრეთ, იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ შეთანხმების გამოყენება ყველაზე უფრო პოზიტიურად, როგორც ნიკას გასათავისუფლებლად, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად", - აცხადებს სამადაშვილი.

სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ ნიკა მელია საპატიმროს მალე დატოვებს.

"ვფიქრობ, ნიკამ ძალიან კარგად იცის, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე, იყო როგორც ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე ის, თუ როგორ ვაფასებ მე ამ ვითარებიდან გამოსავლის გზას. ერთი პოლიტპატიმარი უკვე გათავისუფლდა, დიდი იმედი მაქვს, მალე ჩვენ მეორესაც გავათავისუფლებთ",-აცხადებს სამადაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"