მილიონობით ლარი სათამაშო აპარატებიდან და წამახალისებელი გათამაშებებიდან - რა თანხა შეაქვს სათამაშო ბიზნესს ბიუჯეტში - კვირის პალიტრა

მილიონობით ლარი სათამაშო აპარატებიდან და წამახალისებელი გათამაშებებიდან - რა თანხა შეაქვს სათამაშო ბიზნესს ბიუჯეტში

2021 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში შესული თანხა შემცირდა.

კერძოდ, როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი მიმდინარე წლის იანვარ-მარტში 6 452 669 ლარს შეადგენდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 6 727 038 ლარს. რაც შეეხება 2021 წლის მონაცემებს, იანვარში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა - 905 059 ლარი; ხოლო იანვარ-თებერვალში - 1 482419 ლარი შეადგინა.

ამასთან, 2021 წლის იანვარ-მარტში ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან - 1 170 715 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან - 1 522 503 ლარი; სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 3 მლნ ლარი, სამორინეს მაგიდიდან - 734 475 ლარი, სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან - 759 450 ლარი.

რაც შეეხება 2019 წელს, იანვარ-მარტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 31 558 384 ლარი იყო; სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში 17 853 979 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან - 1 921 007 ლარი, კლუბის მაგიდიდან - 186 ათასი ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან - 104 959 ლარი, სამორინეს მაგიდიდან - 8 687 000 ლარი.

Bpn.ge