საფრანგეთში ტერორიზმის ბრალდებით შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი ქართველი დააკავეს - კვირის პალიტრა

საფრანგეთში ტერორიზმის ბრალდებით შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი ქართველი დააკავეს

საფრანგეთში ტერორისტული დანაშაულებრივი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობისა და ტერორიზმის დაფინანსებაში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაკავებულებიდან ექვსი რუსი, ერთი კი ქართველია. ყველა მათგანი ჩეჩნებთანა დაკავშირებული.

დაკავებულები ერაყსა და სირიაში, სავარაუდოდ ტერორისტული საქმიანობის დაფინანსების მიზნით, თანხების გადაგზავნაში არიან ეჭვმიტანილები.

მედიის, ინფორმაციით, დაკავებულების ასაკი 28-დან 48 წლამდე მერყეობს. დაკავებები ქალაქ სტრასბურგსა და ლეონთან ახლოს განხორციელდა.