"რომ შე­მე­კი­თხე­ბოდ­ნენ: დედა უფრო გიყ­ვარს თუ მამა? ვამ­ბობ­დი - ბაბუ-მეთ­ქი... რო­დე­საც მას აქ ვტო­ვებ, ჩემ­თვის დიდი ტკი­ვი­ლია და ემო­ცი­უ­რად გან­ვიც­დი" - კვირის პალიტრა

"რომ შე­მე­კი­თხე­ბოდ­ნენ: დედა უფრო გიყ­ვარს თუ მამა? ვამ­ბობ­დი - ბაბუ-მეთ­ქი... რო­დე­საც მას აქ ვტო­ვებ, ჩემ­თვის დიდი ტკი­ვი­ლია და ემო­ცი­უ­რად გან­ვიც­დი"

ორი დღეა საქართველო და სრულიად კინო და თეატრალური საზოგადოება კახი კავსაძის გარდაცვალებას გლოვობს. მსახიობის მდგომარეობა ბოლო წლებში არაერთხელ დამძიმდა. რამდენიმე რთული ოპერაციის გადატანაც მოუხდა, საბოლოდ კი რამდენიმე თვის წინ დადასტურებულ კორონავირუსს, კახი კავსაძის ორგანიზმი ვეღარ მოერია. ამ დღეებში ბევრი დაიწერა კახი კავსაძეზე, მის პიროვნებაზე, ნიჭზე, მეგობრობაზე... კიდევ ბევრი დაიწერება, რადგან გენიალური მსახიობი თაობებით ემახსოვრება შთამომავლობას.

AMBEBI.GE-მ ამჯერად კახი კავსაძის შვილიშვილს, ირინკა კავსაძეს გაგაცნობთ, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს ბაბუას. გოგონა 18 წელია ამერიკაში, კერძოდ კი ვაშინტონში ცხოვრობს.

10 წლის იყო, როდესაც მშობლებთან ერთად დატოვა საქართველო. მამა ირაკლი კავსაძეც მსახიობია. სკოლის დამთავრების შემდეგ, ირინკამ "სინეტიკის თეატრში" დაიწყო თამაში, იქ, სადაც მამამისი - ირაკლი კავსაძე მუშაობს. ამავე თეატრში ჯერ კიდევ 10 წლისამ სწორედ მამასთან ერთად ითამაშა სპექტაკლში - "სტუმარ-მასპინძელი". ირინკას უმცროსი დაც ჰყავს, რომელმაც სკოლა ორი წლის წინ დაამთავრდა.

"ხომ ვამბობ, როდესაც მას (კახი კავსაძეს) აქ ვტოვებ, ჩემთვის დიდი ტკივილია და ემოციურად განვიცდი. მას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. ბავშვობიდან ძალიან ახლო და განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა და დღემდეც ასე ვართ. რომ შემეკითხებოდნენ: დედა უფრო გიყვარს თუ მამა? ვამბობდი - ბაბუ-მეთქი. სანამ ამერიკაში წავიდოდით, ჯერ კიდევ მაშინ, დედაც მუშაობდა, მამაც და სკოლაში ბაბუას დავყავდი, საუზმეს მიმზადებდა, სკოლაში მაკითხავდა. მან გამზარდა და დღემდე მის მიმართ რაღაც სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს" - იგონებს ირინკა ბაბუას 2018 წელს, AMBEBI.GE-სთვის მიცემილ ინტერვიუში. გააგრძელეთ კითხვა