"ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე გრუნტის ნაწილი წამოვიდა - ამ ფერდობის უკან საბავშვო ბაღი მდებარეობს, რომლის ტერიტორია დაბზარულია" - კვირის პალიტრა

"ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე გრუნტის ნაწილი წამოვიდა - ამ ფერდობის უკან საბავშვო ბაღი მდებარეობს, რომლის ტერიტორია დაბზარულია"

ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე წვიმების გამო მეწყერი დაიძრა, წამოვიდა გრუნტის ნაწილი - მთელი უბედურება ის არის, რომ ამ ფერდობის უკან მდებარეობს საბავშვო ბაღი, რომლის ტერიტორია უკვე დაბზარულია, - ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია ფერდის გამაგრება.

"აუცილებელია გასამაგრებელი სამუშაოების განხორციელება. აუცილებელია ფერდის გამაგრება, თორემ რეალური პრობლემები შეიქმნება. ხელოვნური ჩარევები არ უნდა გაგრძელდეს. ვაშლიჯვარში ნებისმიერი სამშენებლო ინტერვენცია ამ ტერიტორიის უნდა დამთავრდეს", - განაცხადა გოდოლაძემ.