"არანაირი კარგი მოლოდინი დღევანდელი პროცესისგან არ მაქვს - საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს" - კვირის პალიტრა

"არანაირი კარგი მოლოდინი დღევანდელი პროცესისგან არ მაქვს - საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს"

"არანაირი კარგი მოლოდინი დღევანდელი პროცესისგან არ გამაჩნია - საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი სასამართლო პროცესი ფორმალური იქნება.

"არანაირი კარგი მოლოდინი დღევანდელი პროცესისგან არ გამაჩნია. ეს პროცესი იქნება ისეთივე ფორმალური პროცესი, რასაც აქამდე ვუყურებდით. ნიკა მელია წინა სასამართლო პროცესიდან გააძევეს და დღევანდელ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება. მოსამართლე, უბრალოდ, პროცესუალურ ნორმებს დაიცავს. ამისთვის საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს", - განაცხადა უდუმაშვილმა.