საქალაქო სასამართლოსთან, სადაც გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულების მხარდასაჭერად მივიდა, ხმაურია - კვირის პალიტრა

საქალაქო სასამართლოსთან, სადაც გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულების მხარდასაჭერად მივიდა, ხმაურია

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულების მხარდასაჭერად მივიდა, ხმაურია.

გაჩეჩილაძეს ერთ-ერთი მოქალაქე დაუპირისპირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის მუდმივად მოძალადეების მხარეს არის.

"მომაშორეთ ეს პროვოკატორი",- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისი განმარტებით, ვახო სანაიას არ ენდობა, დაკავებულებს ბრალი მსუბუქი მუხლით აქვს წარდგენილი და ისინი უსამართლოდ იმყოფებიან პატიმრობაში. გაჩეჩილაძე ბრალდებულების გათავისუფლებას მოითხოვს.