"თვით ყირამალა დგომაც კი ლამაზი და სასიამოვნოა, როდესაც შეყვარებული ხარ" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი - კვირის პალიტრა

"თვით ყირამალა დგომაც კი ლამაზი და სასიამოვნოა, როდესაც შეყვარებული ხარ" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ "შეყვარებული ტურისტი ყირამალა" ამ მილებად გადააქცია ეს მისი მმართველობის იდენტური მესიჯია, რომ სიყვარულის ადგილი აქ არ არის. "შეყვარებული ტურისტი ყირამალა" აუცილებლად დაბრუნდება მზისა და ზღვის ქალაქში, იმიტომ რომ მისი ადგილი ნამდვილად იქ არის", - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე და განადგურებული ქანდაკების ფოტოებსაც ურთავს:

"შეყვარებული ტურისტის" მკვლელობის საქმე

"შეყვარებული ტურისტის" ქანდაკებების სერია მხატვარმა გელა წულაძემ 2009 წელს სპეციალურად ბათუმისთვის მოიფიქრა.

პირველი "შეყვარებული ტურისტი" ზურგჩანთა გულით, ბათუმის შესასვლელთან, გვირაბის თავზე ბათუმისკენ მიემართება.

საოცრებათა მოედნიდან ტურისტის სიყვარულის ისტორია იწყება და ყველა ტრანსფორმაციაში მეგობრობას, ენერგიას, ოპტიმიზმს, სიხარულს და სიყვარულს უზიარებს ყველას, ვისი მხედველობის არეალშიც მოხვდება.

ახალი ბულვარის დასაწყისამდე ტურისტი სიყვარულის მშვენიერ ისტორიებს აგროვებს და აქ უკვე ზუსტად იცის, რომ სიყვარული სასწაულია, და თვით ყირამალა დგომაც კი ლამაზი და სასიამოვნოა, როდესაც შეყვარებული ხარ - ეს ისტორია "აჭარის სასწაულის" იდენტური და მომავლის მესიჯია, რომ სიყვარულით ყველაფერი შესაძლებელია.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ "შეყვარებული ტურისტი ყირამალა" ამ მილებად გადააქცია ეს მისი მმართველობის იდენტური მესიჯია, რომ სიყვარულის ადგილი აქ არ არის.

"შეყვარებული ტურისტი ყირამალა" აუცილებლად დაბრუნდება მზისა და ზღვის ქალაქში, იმიტომ რომ მისი ადგილი ნამდვილად იქ არის", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

"ყირალამას" აღების თაობაზე განმარტება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში გააკეთეს.

"ვეხმაურებით მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, ახალ ბულვარში მდებარე ქანდაკების "ყირამალას" დაზიანების შედეგად მოხსნასთან დაკავშირებით. როგორც თქვენთვის არის ცნობილი, აღნიშნული ქანდაკება ბათუმის ბულვარში 2009 წელს განთავსდა, რომლის ავტორიც გახლავთ მოქანდაკე გელა წულაძე. ვინაიდან, წლების მანძილზე ქანდაკება სრულად ამორტიზირდა, ფაქტობრივად მისი რესტავრირება აღდგენას არ ექვემდებარებოდა, რის შედეგადაც კონსტრუქცია ადგილიდან მოიხსნა და დასაწყობდა. ავტორთან მოლაპარაკების საფუძველზე, მომდევნო წლისათვის აღნიშნული ქანდაკების ზუსტი ანალოგი დამზადდება, რომლის ხარჯთაღრიცხვაც სსიპ "ბათუმის ბულვარის" 2022 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.