ვის არ შეეხება 7-დღიანი უქმეები - ჩამონათვალში ცვლილებაა - კვირის პალიტრა

ვის არ შეეხება 7-დღიანი უქმეები - ჩამონათვალში ცვლილებაა

მთავრობამ იმ საქმიანობათა ჩამონათვალს, რომელსაც მაისში გამოცხადებული უქმე დღეები არ შეეხება სადაზღვევო საქმიანობაც დაამატა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში უქმე დღეები უკვე მეორედ ცხადდება. კერძოდ, 4-დან 8 მაისის ჩათვლით და 10-11 მაისი საქართველოს მასშტაბით დასვენების დღეებად გამოცხადდა.

ამასთან, უკვე გამოქვეყნებულია მთავრობის დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება იმ მეწარმე სუბიექტებისა და საქმიანობების ჩამონათვალი, ვისაც ეს დასვენების დღეები არ შეეხება. სია ასე გამოიყურება:

პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები;

ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც ახორციელებენ ჩოვიდ-19 მართვის ღონისძიებებს, მათ შორის პრევენციას, დიაგნოსტიკისა და მკურნალობას, დაფინანსების წყაროს მიუხედავად;

ფარმაცევტული საქმიანობა;

24-საათიანი ზრუნვის სპეციალიზებული დაწესებულებები და "სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის" "მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" მობილური ჯგუფები;

სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია;

საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები;

სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანა;

სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება;

საფოსტო და საკურიერო მომსახურება;

წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები;

პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები;

სამაშველო საქმიანობა;

ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები; გააგრძელეთ კითხვა