"შვეიცარიულმა ბანკმა ქართველი მილიარდერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა“ - რას ედავებიან ბიძინა ივანიშვილს? - კვირის პალიტრა

"შვეიცარიულმა ბანკმა ქართველი მილიარდერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა“ - რას ედავებიან ბიძინა ივანიშვილს?

"საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ლონდონის სასამართლოში შეტანილი Credit Suisse-ის სარჩელის მოპასუხე გახდა" - ამის შესახებ რუსული ფორბეს Bloomberg -ზე დაყრდობით წერს.

შვეიცარიის ბანკმა Credit Suisse-მა ლონდონის სასამართლოში ქართველი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ინვესტორების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მოსარჩელე უკმაყოფილოა იმით, რომ ბანკის ყოფილი მენეჯერის პატრის ლესაკადრონის და კონსულტატორ პიარ კომპანიის გამო ფული დაიკარგა. სასამართლო პროცესი 29 აპრილს, ლონდონში გაიმართება.

"Credit Suisse-ს სურს, მილიარდერს და სხვა ბრალდებული პირებს, რომლებმაც თაღლითობაში გასამართლებული ლესკადრონის შესახებ მომზადებული, შვეიცარიის საბანკო მარეგულირებლის (FINMA) ანგარიშის ასლის გამოქვეყნება გადაწყვიტეს, სამართლებრივად აგებინოს პასუხი" - წერს Bloomberg-ი.

The Wall Street Journal ის ინფორმაციით, ბანკმა მისი თანამშრომლის მხრიდან დარღვევების შესახებ, ბრალის წაყენებამდე რამდენიმე წლით ადრე იცოდა. ანგარიში CSVictims.com– ზე თებერვალში გამოქვეყნდა. ბლუმბერგის ინფორმაციით, ამ პორტალს პიარ სააგენტო "Mეტიგენ" მართავს. სააგენტოს დირექტორის ჩარლი ვიგანის თქმით, დავა უშუალოდ FINMA– ს ანგარიშის გარშემო მიმდინარეობს, დოკუმენტის შინაარსი კი საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს, რადგან ჰეჯ-ფონდის  Archegos Capital–ის დაშლის შედეგად Credit Suisse–მა ზარალი განიცადა.