"გადატანილი კოვიდი იცავს ინგლისური შტამისგანაც" - რას აცხადებს თენგიზ ცერცვაძე? - კვირის პალიტრა

"გადატანილი კოვიდი იცავს ინგლისური შტამისგანაც" - რას აცხადებს თენგიზ ცერცვაძე?

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით რეინფიცირების 10-15 შემთხვევაა.

როგორც ცერცვაძე განმარტავს, ვირუსის საწინააღმდეგო აცრის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, კოვიდით ინფიცირების სულ რამდენიმე შემთხვევაა.

"რეინფიცირების შემთხვევები არის, მაგრამ ძალიან მცირე. ზუსტად არ ვიცი, ეს ჩვენმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა იცის, მაგრამ 10-დან 15 შემთხვევაზე მეტი არ არის, ეს ძალიან ცოტაა. ეს ერთ-ერთი არგუმენტია იმის, რომ გადატანილი კოვიდი იცავს ინგლისური შტამისგანაც, რადგან ჩვენთან ნახევარზე მეტი ინგლისური შტამია და რეინფიცირება სულ, 10 თუ 15 შემთხვევაა. რაც შეეხება ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირებას, ასეთი შემთხვევები არის, ეს არ შემისწავლია, მაგრამ რაც ვიცი, სულ 2 თუ 3 შემთხვევაა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"