"კახი კავსაძე ქართულ ხელოვნებაში ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო, აღარ გვყავს ქვეყნის ღირსი შვილი" - კვირის პალიტრა

"კახი კავსაძე ქართულ ხელოვნებაში ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო, აღარ გვყავს ქვეყნის ღირსი შვილი"

კახი კავსაძე ქართულ ხელოვნებაში ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო, აღარ გვყავს ქვეყნის ღირსი შვილი", - ამის შესახებ მსახიობმა ჟანრი ლოლაშვილმა ჟურნალისტებს რუსთაველის ეროვნულ თეატრში განუცხადა, სადაც მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

როგორც ლოლაშვილი აცხადებს, კახი კავსაძე გულისხმიერი, არაჩვეულებრივი კოლეგა და ფანტასტიური ქმარი იყო.

"კახი კავსაძე ქართულ ხელოვნებაში ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო. აღარ გვყავს ქვეყნის ღირსი შვილი, არაჩვეულებრივი გულისხმიერი, კარგი მეგობარი, არაჩვეულებრივი კოლეგა, ფანტასტიური ქმარი და ასეთივე მამა. კახიზე შეგიძლია მთელი სამი საათი ილაპარაკო და კიდევ არ გეყოს დრო", - აცხადებს ჟანრი ლოლაშვილი.

ცნობისთვის, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან დღეს, 14:00 საათზე გამოასვენებენ. მსახიობს ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს ჩOVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.