რუსთაველის თეატრში, სადაც კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილი მივიდა - კვირის პალიტრა

რუსთაველის თეატრში, სადაც კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილი მივიდა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში, სადაც კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მივიდა.

ბიძინა ივანიშვილმა მსახიობის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან დღეს, 14:00 საათზე გამოასვენებენ. მსახიობს ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.