მსახიობ კახი კავსაძის დაკრძალვას ბიძინა ივანიშვილი ესწრება - კვირის პალიტრა

მსახიობ კახი კავსაძის დაკრძალვას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

მსახიობ კახი კავსაძის დაკრძალვას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ესწრება. ბიძინა ივანიშვილი საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლესთან ერთად იმყოფება.

კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის ეროვნულ თეატრში 3 დღე მიმდინარეობდა. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრიემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები.

კახი კავსაძის ოჯახს ასევე მიუსამძიმრეს მსახიობებმა, მომღერლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.

"ინტერპრესნიუსი"