"ჩინეთი უფრო რეპრესიულად მოქმედებს შინ და უფრო აგრესიულად - საზღვარგარეთ" - კვირის პალიტრა

"ჩინეთი უფრო რეპრესიულად მოქმედებს შინ და უფრო აგრესიულად - საზღვარგარეთ"

ჩინეთი უფრო რეპრესიულად მოქმედებს შინ და უფრო აგრესიულად - საზღვარგარეთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, მიემართება თუ არა აშშ პეკინთან სამხედრო დაპირისპირებისკენ, ბლინკენმა უპასუხა, რომ ასეთი ნაბიჯი ეწინააღმდეგება როგორც შეერთებული შტატების, ასევე ჩინეთის ინტერესებს.

"ამ ეტაპამდე მისვლა, ან თუნდაც ამ მიმართულებით სვლა უკიდურესად ეწინააღმდეგება როგორც ჩინეთის, ისე შეერთებული შტატების ინტერესებს," - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, ჩინეთი კონკურენციის უსამართლოდ და სულ უფრო მეტად დაპირისპირების გზით გაწევას ცდილობს.

"მაგრამ ჩვენ ბევრად უფრო ეფექტური და ძლიერი ვართ, როდესაც ერთნაირად მოაზროვნე და ჩინეთზე ერთნაირად განაწყენებულ ქვეყნებს ერთად ვკრებთ იმისთვის, რომ პეკინს ვუთხრათ : ამის ატანა არ შეიძლება და ამის ატანა არ მოხდება."

ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს სამხედრო ყოფნას ინდო – წყნარი ოკეანის რეგიონში.

"ინტერპრესნიუსი"