ნამდვილი "ლაზიერის გამბიტი", რომელმაც ჭადრაკის სამყარო დაიპყრო - ნონა გაფრინდაშვილი დღეს 80 წლის გახდა - კვირის პალიტრა

ნამდვილი "ლაზიერის გამბიტი", რომელმაც ჭადრაკის სამყარო დაიპყრო - ნონა გაფრინდაშვილი დღეს 80 წლის გახდა

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია. გაფრინდაშვილს 80 წელი შეუსრულდა. ის 1941 წლის 3 მაისს, ზუგდიდში დაიბადა.

გთავაზობთ უცხოური გამოცემის, calvertjournal.com-ის მიერ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას.

"გაიცანით მსოფლიოს პირველი ქალი გრანდმაისტერი, რომელმაც ჭადრაკის თამაშს საქართველოში პოპულარიზაცია გაუწია, არსებობს მისი სახელობის ჭადრაკის სასახლე და დღემდე ასპარეზობს სხვადასხვა შეჯიბრებებში.

ალბათ, უკვე ნახეთ "ნეტფლიქსის" სერიალი The Queen’s Gambit, რომელშიც ამბავი პერსონაჟ ბეთ ჰარმონის გარშემო ვითარდება და გვიყვება, თუ როგორ აღწევს ის წარმატებას, როგორ მიდის დიდებისკენ საკუთარ შინაგან დემონებთან ბრძოლის ფონზე.

როდესაც ჰარმონი მოსკოვში საბჭოთა კავშირის ყველაზე წარმატებულ მოთამაშეებს ხვდება, სერიალში გაიჟღერებს საბჭოთა ქალი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სახელი. ჰარმონის ისტორია გამოგონილია, გაფრინდაშვილი კი ნამდვილი მოჭადრაკეა საქართველოდან, რომელიც ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ხუთჯერ გახდა. სერიალი გაფრინდაშვილს წარმოგვიდგენს როგორც "ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონს, რომელსაც არასდროს უთამაშია კაც მოჭადრაკეებთან", რამაც ნონა გაფრინდაშვილი გააკვირვა, რადგანაც მისთვის უცხო არ არის მამაკაც ოპონენტებთან საჭადრაკო დაპირისპირება", - წერს გამოცემა. გააგრძელეთ კითხვა