ევროკავშირმა რუსეთის ელჩი დაიბარა - კვირის პალიტრა

ევროკავშირმა რუსეთის ელჩი დაიბარა

ევროკავშირმა რუსეთის ელჩი დაიბარა, - ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა განაცხადა.

ელჩის დაბარება დაკავშირებულია რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან, რომელსაც ბლოკი მკაცრად გმობს და რომლის თანახმადაც, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ევროკავშირის 8 მოქალაქეს აეკრძალა.

"რუსეთის ელჩი დაბარებულია. ის ევროკომისიის გენერალურმა მდივანმა და ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურმა შუადღისას უნდა მიიღონ და მკაცრი პროტესტი გადასცენ,"- აღნიშნა ევროკავშირის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, რომ ევროკავშირის რამდენიმე ოფიციალურ პირს, მათ შორის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვერა ჟუროვასა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ სასოლის, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.