"მიეწიეთ შევარდნაძეს! ახლა არ გჭირ­დე­ბით?! აფე­რი არ მჭირს მე" - წარწერები გურიაში სასაფლაოზე და ფოტოები, რომლებიც ინტერნეტჰიტად იქცა - კვირის პალიტრა

"მიეწიეთ შევარდნაძეს! ახლა არ გჭირ­დე­ბით?! აფე­რი არ მჭირს მე" - წარწერები გურიაში სასაფლაოზე და ფოტოები, რომლებიც ინტერნეტჰიტად იქცა

წელსაც, შარშანდელის მსგავსად, აღდგომის დღესასწაულზე საფლავებზე მისვლა კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალულია. აღნიშნულს საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაფლაოების ტერიტორიაზე შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით. შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 4 მაისის ჩათვლით იმოქმედებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები",- აღნიშნავენ შსს-ში.

აღნიშნულ აკრძალვასთან დაკავშირებით გურიის ერთ-ერთ სასაფლაოზე, საფლავებზე ბანერები გამოფინეს სხვადასხვა წარწერებით. ბანერების ამსახველი ფოტოები კი დღეს "ფეისბუქში" ჰიტად იქცა. ფოტოებს დავით შანიძე აქვეყნებს: განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები