დღეიდან საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ მოძრაობს - ეხება თუ არა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს
3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ამასთან არ იზღუდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება.
როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად.