"ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიკავებდი თავს და არ ვლაპარაკობდი ღიად... სირცხვილია!" - კვირის პალიტრა

"ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიკავებდი თავს და არ ვლაპარაკობდი ღიად... სირცხვილია!"

"მოდელებს ისე ექცევიან, როგორც მონებს" - თაკო ნაცვლიშვილი სამოდელო ბიზნესში არსებულ პრობლემებზე: რას წერს მოდელი?

ცოტა ხნის წინ წარმატებულმა ქართველმა მოდელმა, მარიშა ურუშაძემ, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის გადაღებებზე ქართველი მოდელების შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ ისაუბრა, რასაც შედეგად სოციალურ ქსელში მისი პირადი გვერდის დარეპორტება მოჰყვა და დღეს მარიშას ფოტოები "ინტაგრამზე" აღარ იძებნება.

ამ ფაქტს გამოეხმაურა მოდელი თაკო ნაცვლიშვილი, რომელმაც საკუთარი გამოცდილების შესახებ "ინსტაგრამის" სთორიში ისაუბრა:

"ამ ბიზნესში ადამიანის უფლებების დარღვევა უნდა დასრულდეს! მოდელებს ისე ექცევიან, როგორც მონებს. მათ ძალიან რთულ პირობებში ადეკვატრური ანაზღაურების გარეშე უწევთ მუშაობა. საქართველოში ხალხმა უნდა გაიგოს, რომ მოდელობა არ არის უბრალოდ ჰობი, ან გართობა, ეს პროფესიაა, რომელიც შრომას მოითხოვს!" - წერს თაკო.

თაკო ნაცვლიშვილი მარიშა ურუშაძის გვერდის ფოტოსაც აქვეყნებს და აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მოდელი პრობლემაზე ხმამაღლა საუბრის გამო დაბლოკეს. როგორც თაკო წერს, მოდელების მიმართ უპატივცემულობა ორგანიზაციების მხრიდან ყველა ზღვარს გასცდა... გააგრძელეთ კითხვა