მერაბ სეფაშვილმა კორონავირუსი დაამარცხა - რას წერს მომღერალი სოციალურ ქსელში
მომღერალი მერაბ სეფაშვილი სოციალურ ქსელში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორთან - ლევან რატიანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
"მადლობა მინდა ვუთხრა ამ ადამიანს და მთელ მის გუნდს, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის ყოველი ადამიანის გადასარჩენად, ვინც სნეულდება ამ ვირუსით. სიტყვებით ვერ გამოხატავ, თუ რამხელა სიკეთეს აკეთებს ეს ხალხი თავისივე ჯანმრთელობის ხარჯზე. ამას ჰქვია ნამდვილი პროფესიონალთა გუნდი, მადლობა ლევან", - წერს მერაბ სეფაშვილი.