"უკრაინას მკაფიო სიგნალი სჭირდება ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივების შესახებ" - რას წერს ვლადიმერ ზელენსკი "ტვიტერზე"? - კვირის პალიტრა

"უკრაინას მკაფიო სიგნალი სჭირდება ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივების შესახებ" - რას წერს ვლადიმერ ზელენსკი "ტვიტერზე"?

უკრაინას მკაფიო სიგნალი სჭირდება ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივების შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ის აღნიშნავს, ამ საკითხების გადადება უნდა დასრულდეს.

"ამ საკითხების გადადება "მოგვიანებით", "რაღაც დღეს", "10 წელი" უნდა დასრულდეს. ანდჟეი დუდა ამ მიდგომას იზიარებს. უკრაინელების მსგავსად, პოლონელების უმეტესობა პოზიტიურად უყურებს უკრაინის მომავალს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე", - წერს ზელენსკი "ტვიტერზე". "ინტერპრესნიუსი"