ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

გომბორის გადასახვევთან, სოფელ უჯარმასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ორი ახალგაზრდა, ხოლო 4 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

"ინტერპრესნიუსი"